პოლიტიკა
ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს - ნიკოლ პაშინიანი
სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები უფრო უნდა გაღრმავდეს.
როგორც პაშინიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მისი პარტიის პროგრამაში საქართველოს სომხეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.
ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
პაშინიანმა დაამატა, რომ ურთიერთობები გეოპოლიტიკური ფაქტორების მიღმა უნდა იყონ.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება. სომხეთსა და საქართველოს პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს და ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა სფეროში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უნდა გაღრმავდეს“, -თქვა პაშინიანმა.
სომხეთის ეროვნულმა კრებამ ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს დაამტკიცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


