პოლიტიკა
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ იბრძვის კორუფციასთან და მზად არის, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება.
„ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც ნახავთ კორუფციას. დღეს ჩვენ მარტო ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. არავინ არ გვეხმარება. ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციასთან და მზად ვართ, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე გვქონდეს რეაგირება. მოგვაწოდეთ კორუფციის თუნდაც ერთი ფაქტი, სადაც ლიცენზია ან ნებართვა გაიცა უკანონოდ, ქრთამის სანაცვლოდ. მოგვაწოდეთ ერთი ფაქტი, სადაც პრივატიზაცია განხორციელდა და სახელმწიფომ იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე უნდა მიეღო. მოგვაწოდეთ ერთი ფაქტი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაო უნდა დამჯდარიყო, მაგალითად, მილიონი და დაჯდა 1 მლნ 50 000. ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ. ამას რომ ვკითხულობთ და ამაზე პასუხი არ არის და არის ზოგადი განცხადებები, ეს გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზას ვადგავართ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ იმაზე, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი ბრძოლა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ რაც ურო მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, რაც მეტ ვალდებულებას შეასრულებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მით უფრო გაიზრდება ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა.
„რაც შეეხება ლიცენზია-ნებართვებს და ტირანიასთან ამის შედარებას, ლიცენზია-ნებართვები რომ ნახოთ ევროკავშირში, საითკენაც ყველა მივისწრაფვით, ორმაგი და სამმაგია ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. მაშინ გამოდის, რომ არც ევროკავშირი გვინდა და არც რაიმე ამდაგვარი. რეალურად, რაც ურო მეტად დავუახლოვდებით ევროკავშირს, რაც მეტ ვალდებულებას შევასრულებთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მით უფრო გაიზრდება ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი არჩეული“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:10


