უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2026 09:10
font-size

ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი - ირაკლი კობახიძე

ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2-ზე“ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.

„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად ბატონი კახა ბენდუქიძის მოყვანას, საერთოდ არ შევეხებოდი, ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე. ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება. ამ კაცმა 1 ლარად წაიღ მთელი აგრარული უნივერსიტეტი. დღეს იმაზე ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება, რაღაც ოპტიმიზაცია განხორციელდეს. საერთოდ, სახელმწიფომ დაკარგა აგრარული უნივერსიტეტი, 1 ლარად წაიღო ადამიანმა, რომელიც თვითონ მინისტრი იყო. თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად. ბატონი ნიკა ობოლაძე რომ საუბრობდა, თითქოს ჩვენ ხელოვნების დონემდე ავიყვანეთ კორუფცია, ხელოვნების დონემდე ასული კორუფცია იყო თქვენი ყოფილი პარტიის ქვეშ ჩამოყალიბებული. კონკრეტულმა მინისტრმა თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად „ნაცმოძრაობის“ დროს, თქვენ რომ პარტიის წევრი იყავით, აგრარული უნივერსიტეტი. სახელმწიფო ქონება დაიკარგა სახელმწიფოს მხრიდან. სადაც არ წავედით, ერთი მიწის ნაკვეთი იყო ბაზალეთზე, ალტ-ინფო ჩვენ გვადანაშაულებდა ამ მიწის გასვისებაზე უცხოელებზე. მივადექით და აღმოჩნდა, აქაც ელოვნების დონემდე აყვანილი კორუფცია. მისცეს ეს მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა შუაში იყო, საერთოდ რად უნდოდა, ფიქტიური გარიგება. საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს მიწის ნაკვეთ, რომელმაც ეს მიწის ნაკვეთ მიჰყიდა კახა ბენდუქიძეს. ასევე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გვინდოდა პარკის მოწყობა, მივადექით, ვისი საკუთრებაა - კახა ბენდუქიძის. მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა. ჩვენ ამ მაგალითს გამეორება, რა თქმა უნდა, არ გვინდა. დღეს არათუ მინისტრი ვერ მიჰყიდის თავის თავს 1 ლარად სახელმწიფო ქონებას, აუქციონის გარეშე ვერც ერთი ქონება ვერ გაიყიდება და სწორედ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი