პოლიტიკა
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ იხილა რამდენიმე ასეული ე.წ. პროტესტში მყოფი ადამიანი მილიონობით ქართველის საპირწონედ.
„ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები ტრენინგებზე, სემინარებზე, ტვინის გამორეცხვასა და სხვადასხვა აქტივობაზე პატრიარქის დაკრძალვის ერთმა დღემ წყალში ჩაყარა. ამ ერთმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა. ეს ჯგუფები წლების განმავლობაში სწორედ ამის დაკნინებას ცდილობდნენ. ამ დღეებშიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრი, მათი გამონათქვამები, ციტატები. კიდევ ერთხელ გახსენდება ადამიანს, რა სიბინძურეს კადრულობდნენ ეს ადამიანები. მათი ნაწილი ევროპის სხვადახვა პრიზის მფლობელია. გვარამია საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამორჩეული პრიზებით დაჯილდოებული ადამიანია და მათი მხრიდან გულში ჩახუტებული, ასევე სხვადასხვა „ენჯეო“. ქართულმა „ენჯეოებმა“, რომლებსაც ქართული პასპორტები უდევთ ჯიბეში, ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს ამ მძიმე დღეებში, როდესაც სხვა ქვეყნებში რამე თუ მოხდება, წუთს არ გამოტოვებენ, საკუთარი სოლიდარობა რომ არ დაუდასტურონ. საქართველოში როდესაც ამხელა ტრაგედია იყო, ამ „ენჯეოებმა“ სამძიმრის ერთი სიტყვაც კი ვერ გამონახეს. რას გამონახავდნენ, როდესაც ვხედავდით, როგორ ესხმოდნენ თავს საპატრიარქოს. ეკლესიას თავს ესხმოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები““, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველას ახსოვს, საპატრიარქოს მიმართ რა კამპანიები ჰქონდათ უცხოური დაფინანსებით.
„ერთი მხრივ, გამოჩნდა ქართული ერის სიძლიერე, პატრიარქის მემკვიდრეობის სიძლიერე, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანტიქართულის სიმბოლო არიან, იმ ყველაფერი წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო არიან, რასაც ქართული ჰქვია. ირონიით ამბობდნენ, თითქოს ქართველობას გვართმევს ვინმეო? და ვინც ამ დღეებში ვიხილეთ, ისინი არ არიან ქართველობაწართმეული ადამიანები?! გარედან შეკვეთით, გარედან დაფინანსებით, გარედან ლაურეატობის და პრიზების გადაცემით რეზოლუციების მიძღვნით, აი, ასე წაართვეს მათ ქართველობა. საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეებში მათ არათუ მწუხარების სიტყვები ვერ გამონახეს, პირიქით, ეს დღეები კვლავ გამოიყენეს ქვეყნის, ერის, ეკლესიის ლანძღვისთვის, დაკნინებისთვის, სხვების დიდებისთვის და საკუთარის დაკნინებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14
ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:10


