ანონსები
ანონსი - 12 მარტი
10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთხი N439
(C კორპუსი, IV სართული)
12:00 საათზე, პარტია „თავისუფლების მოედანი“ ეროვნული საბჭოს სხდომას გამართავს. 15:00 საათიდან შეხვედრას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდებიან და ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გაეცნობიან. გაიმართება დისკუსია ეროვნული მასშტაბის კამპანიის შესახებაც.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
საკონტაქტო: ნათია ჩიქოვანი - 551 514 514
13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.


