მსოფლიო
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
სომხეთს ახალი პრემიერი ჰყავს, ეროვნულმა კრებამ მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ [გამოსავალი] პრემიერობის კანდიდატ ნიკოლ პაშინიანს.
ერთადერთმა კანდიდატმა 59-მა დეპუტატმა მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო 42-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ათობით ათასი მოქალაქე კენჭისყრის პროცესს პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა.
პაშინიანს ხმა მისცეს როგორც „ელქმა“, ასევე „ცარუკიანის“ ბლოკმა, „დაშნაკცუტუნმა“ და მმართველი ფრაქცია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრმა. სულ პაშინიანს პრემიერ-მინისტრობისთვის 105-ადგილიან პარლამენტში 53 ხმაც ჰყოფნიდა.
წინა კვირას ჩატარებულ არჩევნებში პაშინიანმა საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა. პრემიერობის ერთადერთ კანდიდატს ეროვნული კრების 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო მმართველი ფრაქცია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის 56-მა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრის მომდევნო დღეს პაშინიანის ხელმძღვანელობით ქვეყანაში მასშტაბური გაფიცვა გაიმართა. ათი ათასობით ადამიანმა მაგისტრალები და სარკინიგზო მოძრაობა გადაკეტა, პარალიზებული იყო მეტრო.
2 მაისს მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ თავისი კანდიდატი არ ეყოლებათ და იმას მისცემენ ხმას, ვისაც პარლამენტართა მესამედის (35 ხელმოწერა) მხარდაჭერა ექნება. უმრავლესობაში აღნიშნეს, რომ „8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება“. მომდევნო დღეს „ელქმა“ 41 ხელმოწერით პრემიერობის კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი წარადგინა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


