მსოფლიო
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ირანის მხრიდან ნავთობის ნაკადის შეჩერების მცდელობის შემთხვევაში, აშშ გაანადგურებს ისეთ სამიზნეებსაც, რომელთა განადგურებაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის ხელახლა, როგორც ერის აღდგენას.
„ირანი რამეს თუ გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის ხელახლა, როგორც ერის აღდგენას – სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა მათთან დაისადგურებს – მაგრამ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდება! ეს არის საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩინეთისთვის და ყველა იმ ერისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ჰორმუზის სრუტეს. იმედია, ეს არის ჟესტი, რომელიც სათანადოდ დაფასდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00
დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს
6 მარტი, 2026 , 09:20


