უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ივლისი, 2017 18:45
font-size

ვახტანგ მჭედლიშვილის შეფასება, საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერის განადგურებისა და ვიდეო ჩანაწერის გაყალბების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი წევრის შეფასება, საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერის განადგურებისა და ვიდეო ჩანაწერის გაყალბების შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში, რომლითაც ის საბჭოს არასამოსამართლე წევრის ვახტანგ მჭედლიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის 2017 წლის 17 ივლისისა და ასევე, 24 ივლისის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ვასილ მშვენიერაძის მიერ ინიცირებული საკითხი ამ სასამართლოს კოლეგიების ფორმირების თაობაზე. მომხსენებელმა საბჭოს წარუდგინა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიასა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმეთა ნაკადის კუთხით არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოლეგიაში განსახილველ საქმეთა სიჭარბისა და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ იქნა წინადადება აღნიშნული კოლეგიების გაერთიანებების თაობაზე. საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი წინადადება მხარდაჭერილ იქნა. საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა აღნიშნული საკითხის დასაბუთებისათვის წარმოადგინა, ჯერ კიდევ საბჭოს წინა შემადგენლობის ფორმატში დაყენებული რეკომენდაცია - საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გაერთიანების მიზანშეწონილობის თაობაზე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიების შერწყმა და ახალი კოლეგიის - სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვის კოლეგიის შექმნა.

მიღებულმა გადაწყვეტილებამ სამართლებრივად დღის წესრიგში დააყენა აღნიშნული კოლეგიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხის განხილვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიების რეორგანიზაციის სამართლებრივი ფორმიდან (კოლეგიების შერწყმა) გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განხორციელდა მოქმედი კოლეგიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების რეორგანიზაციამ განაპირობა შემდეგი თანმდევი გადაწყვეტილებების მიღება: ახალ კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრა, ახალ კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის დადგენა და აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულ გადაწყვეტილებათა შესაბამისი პროექტები საბჭოს წარედგინა სხდომაზევე, საკითხის განხილვის პროცესში.

საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, წარმოებდა აღნიშნული სხდომის აუდიო/ვიდეო ჩაწერა, სხდომა მიმდინარეობდა ღია ფორმატში და მას ესწრებოდნენ საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები. ამავდროულად, საბჭოს სხდომა პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა საერთო სასამართლოების შიდა ქსელით (ინტრანეტით) და საბჭოს ჰოლში დამონტაჟებულ მონიტორზე, იქ მყოფი მასმედიის წარმომადგენლებისათვის. სხდომის მიმდინარეობისას, გამოვლინდა ქსელის შეფერხება, რის თაობაზეც ინფორმაცია წარდგენილ იქნა საბჭოს სხდომაზე. აღნიშნული შეფერხება სავარაუდოდ გამოიწვია სხდომის „ტრანსლირების სერვერზე“ საერთო სასამართლოებიდან დიდი რაოდენობის მომხმარებელთა დაკავშირებამ.

„სერვერზე“ შეფერხების გამო, დაახლოებით 14:00 საათიდან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა სხდომაზე შესვენება, ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხიდან 12 საკითხის ჩაწერა. სპეციალისტების დახმარებით, საბჭოს „სერვერზე“ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე დღეს - 25 ივლისს.

შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი წევრის შეფასება, საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერის განადგურებისა და ვიდეო ჩანაწერის გაყალბების შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს.“

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი