უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ივლისი, 2017 13:30
font-size

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთ-ერთ სხდომაზე რეგლამენტი უხეშად დაარღვია და ამ სხდომის ამსახველი კადრები წაშალა - ვახტანგ მჭედლიშვილი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთ-ერთ სხდომაზე რეგლამენტი უხეშად დაარღვია და ამ სხდომის ამსახველი კადრები წაშალა, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

მჭედლიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახლადარჩეულ მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუწოდებს, შეწყვიტონ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა.

მისი ინფორმაციით, 24 ივლისის სხდომა საერთო სასამართლოების შესახებ კანონისა და იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დარღვევით წარიმართა.

„იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გამოტანილ იქნა მრავალი საკითხი, რომელიც მანამდე დღის წესრიგში არ იყო. სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც კენჭისყრის დროს სხვა პროექტით შეიცვალა და რომელიც აბსოლუტურად სხვა სამართლებრივ შედეგებს იძლევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მოთხოვნა, გადადებულიყო ეს განხილვა, არ იქნა გაზიარებული. განადგურდა აღნიშნული საბჭოს სხდომის ვიდეოჩანაწერი. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ჩანაწერი გაყალბდა. მოვუწოდებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და ახლად არჩეულ საბჭოს მდივანს, შეწყვიტონ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა. იუსტიციის საბჭო და სასამართლო არ არის კერძო დაწესებულება, სადაც შეიძლება უხეშად დაარღვიო კანონი, იმისათვის, რომ საზოგადოებამ ვერ შეიტყოს. იაფფასიან ტრიუკებს აზრი არ აქვს, რადგან მაინც გაიგებს ჩვენგან მსგავს საკითხებს“,- განაცხადა მჭედლიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი