სამართალი
უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დასაწყებად იკრიბებიან. უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს.
სასამართლოში უკვე მივიდნენ მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე, თუმცა მათ შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ტელეკომპანიის საქმეზე და არც იმ სავარაუდო ზეწოლაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მათზე ხორციელდებოდა.
დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვის პროცესში მონაწილეობის უფლება მხარეებს არ აქვთ.
დიდ პალატაში უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე შედის, რომელთაგან ორის აცილება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უკვე მოითხოვეს - საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ასევე მოსამართლე მზია თოდუაზე.
თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას წარდგენილი აქვს შუამდგომლობა ალავიძის, ქათამაძის და გასიტაშვილის აცილებასთან დაკავშირებით.
სხდომის პარალელურად რუსთავი 2-ის მხარდამჭერები სასამართლოს შენობასთან დღეს აქციას გამართავენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. სამართალდამცველები შენობის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


