სამართალი
რუსთავი 2 უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ორი მოსამართლის აცილებას მოითხოვს
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიას აქვს მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ორი მოსამართლის აცილების თაობაზე.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ მის მიერ დასახელებული ორი მოსამართლიდან ვერცერთი ვერ იქნება მიუკერძოებელი.
,,გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც ვფიქრობთ, რომ დაუყოვლებლივ უნდა შესრულდეს.
სამწუხაროდ, პროცესი მიმდინარეობს ჩვენი დასწრების გარეშე და ზეპირი განხილვის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვეაა, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე დარღვევაა შემადგენლობაში იმ ადამიანების ყოფნა, ვინც აპრიორი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები და იქნებიან განწყობილები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. ასეთი არის ორი ადამიანი: პალატის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც პირადად ჩემი ბრალდების პირობებში არის გათავისუფლებული თანამდებობიდან, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ რუსთავი 2 არის ყვითელი მედია და მის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს, რომელიც გახვეულია ტესტების ე.წ. სკანდალში და რასაც პროკურატურა იძიებს დღესაც. შესაბამისად იგი ვერ იქნება მიუკერძოებელი მისი სურვილის შემთხვევაშიც.
მეორე კი არის ქალბატონი მზია თოდუა, რომლის პროფესიონალზმშიც ეჭვი ჩვენ არ შეგვაქვს, მაგრამ დასაბუთებული ეჭვი შეგვაქვს მის მიუკერძოებლობაში. ის მოსამართლედ გამწესებამდე წარმოადგენდა ბანკი ,,ქართუს’’ იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს და პრაქტიკულად იყო ივანიშვილის პირადი იურისტი და ასევე ის არის ,,ქართული ოცნების’’ ოფიციალური შემწირველი. მას აქვს 60 ათასი ლარი შეწირული ,,ქართული ოცნებისთვის.’’ ჩვენ გვებრძვის დღეს სახელმწიფო მანქანა, მათ შორის ,,ქართული ოცნება’’ და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი.
შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ ამ ორი მოსმაართლის აცილების საკითხს და მივიჩნევთ, რომ ისინი უნდა შეიცვალონ დარჩენილი მოსამართლეებით’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


