სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, მაროკოს, ბანგლადეშის, მიანმარის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ლიბანის, ნეპალის, სუდანისა და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 105 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 806 მოქალაქის გაძევება განახორციელეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16 მარტი, 2026 , 11:04


