უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 მარტი, 2026 13:58
font-size

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავება.

მელია სხდომას არ დასწრებია, მან რუსთავის ციხიდან სასამართლოში გადაყვანაზე პროტესტის ნიშნად თქვა უარი.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა, ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვინ წარმოთქვა შეურაცხმყოფელი ფრაზა.

„საქმე ეხება 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სასამართლო სხდომას, რა დროსაც თითქოს ნიკა მელიამ სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით იმსჯელებს, ასევე გადაწყვეტს გადავა თუ არა ეს საქმე არსებით განსახილველად. თავად ბრალდებული ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება. საქმეში არის მტკიცებულება, რომელშიც ისმის ფრაზა, მას შემდეგ რაც დასრულდა პროცესი. ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვის მიეკუთვნება ეს ფრაზა. ასევე, არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში არ ჩანს ნიკა მელია, როდესაც სასამართლო დარბაზიდან გაჰყავთ. ასევე, საქმეში არის რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული ფრაზა ნიკა მელია, სასამართლო დარბაზიდან გასვლის დროს წარმოთქვა. გამოსაკითხ პირთა სიაში არიან სხდომის მდივანი, მანდატურები და უსაფრთხოების თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიკა მელიას ახალი ბრალდება რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს. მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16 მარტი, 2026 , 11:04

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი