სამართალი
თუკი პოლიციელის მხრიდან მოხდა მსგავსი დანაშაული, გამოძიება პროკურატურამ უნდა ჩაატაროს - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ჟურნალისტ, გიორგი გასვიანზე პოლიციელის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს უნდა იკვლევდეს პროკურატურა და არა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო.
,,თუკი პოლიციელის მხრიდან მოხდა მსგავსი დანაშაული, შესაბამისად, სხვა ორგანომ ამ შემთხვევაში პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება. ჩვენ ამ საქმის შესწავლა დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვლებლივ მოხდეს ამ საქმის გამოძიება და უშუალოდ იმ სამართალდამრღვევების გამოვლენა, ვისაც შესაძლოა, წვლილი მიუძღვოდეთ ამ კონკრეტული დარღვევის განხორციელებაში’’, - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ,,იბერიას’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში სასტუმრო ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიცილებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’
მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


