საზოგადოება
,,იბერიის’’ ტელეწამყვანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ტელეკომპანია ,,იბერიის’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში, ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიცილებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’
მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
,, სამართალდაცველები აღმოჩნდნენ იმავე გზაზე, სადაც მე მომისრიალდა მანქანა, შემდეგ ისინი მომადგნენ. გადმოვიდა პოლიციელი, რომელმაც დამარტყა მანქანაში მჯდომს, ახსნა-განმარტების საშუალებაც კი არ მომცა, იარაღი მომაბჯინა თავზე. მუქარითა და ფიზიკური შეურაცხყოფებით არ ამახსნევინეს, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი და რომ მანქანა გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ გადმომიყვანეს მანქანიდან, მცემეს. თავში მირტყავდნენ და ძირითად ყბაში და მხრის ზედა ნაწილში და სამივე ეს ადგილი ძალიან მტკივა. შემდეგ, მე მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ჟურნალისტი, მივდიოდი სასტუმროში. მათ მითხრეს, რომ ფხიზელი არ იქნებიო, წაგათრევთ სამმართველოშიო და ნახავ, რაც მოგივაო. ცემის შემდეგ მათ მითხრეს, რომ შენ ჟურნალისტი ხარ და ალბათ ხვალიდან ატეხ ამაზე ამბავსო. ამის გამო, მათ როდესაც ჩამსვეს მანქანაში, დამაძვრევინეს მანქანა და მიმიყვანეს სასტუმრომდე იმ პირობით, რომ მე არ ვიტყოდი ამის შესახებ და არ ვამხელდი მათ ამ საქციელს. აღნიშნული პირებიდან ერთი იყო პოლიციელი მიშა ხუციშვილი, როგორც შემდეგ შევიტყვე, დანარჩენი ორი კი - მისი მეგობრები. სამოქალაქო ფორმაში იყო სამივე მათგანი. მე სამივე პოლიციელი მეგონა. სასტუმროში როგორც კი შევედი, იქ განვუცხადე ჩემს კოლეგებს, თუ რაც მოხდა. რამდენიმე წუთში ისინი დაბრუდნენ სასტუმროსთან. როგორც ჩანს, გადამოწმება უნდოდათ, თუ რა ვითარება იყო იქ. მომიტანეს ჩემი ხელთათმანი, რომელიც დავკარგე მათთან შეხლა-შემოხლის დროს. მე არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის არ მიმიყენებია, უბრალოდ ვცდილობდი, რომ თავი დამეღწია ამ კოშმარისგან. რატომ მოგისრიალდა მანქანა, შენ აპირებდი, რომ ჩვენ მოგეკალიო, აგრესიულად მეუბნებოდნენ ამას და არ მახსნევინებდნენ იმას, რომ მე მანქანა მომისრიალდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაუმართავი იყო და მოყინული იყო გზა. ეს იყო მიზეზი ’’, - განაცხადა გიორგი გასვიანმა ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ეთერში პოლიციაში დაკითხვის შემდეგ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


