უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მარტი, 2026 14:37
font-size

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში.

„1977 წელს მან ჩაიბარა მარგინალური ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი არ ჰქონდა. მისი მოსვლით იწყება თანდათანობითი აღმავლობა. ელიტური ახალგაზრდობა ეკლესიაში სიარულს იწყებს. ეს ეპოქის კანონზომიერება იყო, მაგრამ ახალგაზრდა პატრიარქის ქარიზმაც მნიშვნელოვან ფაქტორს შეადგენდა.

ილიას ლიდერობის პერიოდში ეკლესია თანდათან იქცა მთავარ ეროვნულ ინსტიტუტად. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს პირველ რიგში სწორედ ეროვნული ინსტიტუტი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ - რელიგიური. საეკლესიო მრევლი უმცირესობაა, თუმცა გალენიანი, მაგრამ ეკლესიის და, განსაკუთრებით, პატრიარქის ავტორიტეტი შორს სცდება მრევლის საზღვრებს.

ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკური ლიდერები და ზოგადად პოლიტიკური პროცესები საზოგადოებას ყოფდნენ და მის გაწბილებას იწვევდნენ, პოლიტიკა კონფლიქტთან და , ხშირად, ჩაგვრასთან იყო ასოცირებული. ეკლესია კი სიმბოლური ერთიანობის ადგილად იქცა, ხოლო პატრიარქი - ერის სიმბოლურ ლიდერად.

მას დაახლებით ის ფუნქცია ჰქონდა, რაც მონარქს კონსტიტუციურ მონარქიებში: მის შეგონებებს დიდად არ უსმენდნენ, მაგრამ მის ავტორიტეტს აღიარებდნენ.

ილია II 1990-იან წლებში ან თუნდაც ნაციონალების მმართველობის პირველ წლებში რომ გარდაცვლილიყო, ბევრი არავინ იტყოდა (ან ვერ გაბედავდა ეთქვა), რომ იგი „წინააღდეგობრივი ფიგურაა“. მისი საჯარო კრიტიკა ტაბუ იყო, ძალიან იშვიათი გამონაკლისებით. ამ მხრივ, ბოლო ოც წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა.

ეკლესიამ თავისი ავტორიტეტის და გავლენის პიკს 1990-იანებში და, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის მამრთველობის პერიოდში მიაღწია. იმიტომ არა, რომ სააკაშვილმა მას დაფინანსება მკვეთრად გაუზარდა - ეს მეორეხარისხოვანი დეტალია. ეკლესია აღიქმებოდა საკმაოდ ძლიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისი რაღაც ხარისხით გამაწონასწორებელ ძალად. ის ერთადერთი სოციალური ძალა იყო, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს უწევდა.

ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ეკლესიის ავტორიტეტმა ნელ-ნელა, მაგრამ დაკნინება დაიწყო. მის კრიტიკაზე ტაბუ მოიხსნა. შიდა სკანდალები და დაპირისპირებები გარეთ გამოვიდა. პირადად პატრიარქს ეკლესიაზე მაღალი ავტორიტეტი დარჩა, მაგრამ მისი კრიტიკაც აღარავის უკვირდა.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეკლესია ხელისუფლების უმცროსი პარტნიორი გახდა. საზოგადოება მას ვეღარ ხედავს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მორალურ ძალად. ყველგან, სადაც ეს ხდება, ეკლესიის ავტორიტეტი ეცემა.

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია“, - დაწერა გია ნოდიამ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა - ირანის ელჩი

18 მარტი, 2026 , 13:28

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი