უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მარტი, 2026 15:15
font-size

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

„10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ოფიციალური უწყებების განცხადებებით ირკვევა რომ ბაღიშვილის ბრალად ედება „რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში“.

აღნიშნული ბრალდების მიუხედავად, ე.წ. უშიშროების სამსახურს ამ დრომდე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ბრალეულობას.

ბოლო წლებში, „ჯაშუშობის“ ბრალდებით ეთნიკურად ქართველების დაკავება აფხაზეთში დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. 2025 წლის 1 ოქტომბერს მსგავსი ბრალდებით გალის რაიონის მკვიდრი შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. ამავე მოტივით 2022 წლიდან დღემდე კიდევ 2 ადამიანია დაკავებული. აღსანიშნავია, რომ არცერთ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჯაროდ არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუმცა ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.

ე.წ. აფხაზეთის უშიშროების სამსახური “ჯაშუშების” გამოვლენის ბრალდებით დაკავებების მანკიერი პრაქტიკა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რომელიც მიმართულია ნებისმიერ სოციალურ-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე კრიტიკული აზრის გამოთქმის ჩასახშობად.

ქართული მხარის მხრიდან რეაგირება ამ შემთხვევებზე ძირითადად ცხელი ხაზის გააქტიურებით შემოიფარგლება, რაც არსებული პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით არასაკმარისია.

DRI მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს:

უზრუნველყონ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებისთვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება;

უკანონოდ დაკავებული პირების უფლებების დასაცავად და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტები,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა - ირანის ელჩი

18 მარტი, 2026 , 13:28

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი