მსოფლიო
თუ მადრიდი დიალოგზე არ წავა, კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს - კარლეს პუიჩდემონი მადრიდის ულტიმატუმს ულტიმატუმითვე პასუხობს
კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა მადრიდის მიერ დანიშნულ ვადას გადააცილა. ესპანეთის მთავრობის ულტიმატუმის მიხედვით, კატალონიის პირველ პირს დღეს, მადრიდის დროით 10:30 საათზე (თბილისის დროით 12:30-ზე) უნდა დაედასტურებინა, აღიარა თუ არა ავტონომიურმა რეგიონმა დამოუკიდებლობა. პუიჩდემონმა ეს მოთხვნა უპასუხოდ დატოვა, წერს Deutsche Welle.
მიუხედავად ამისა, კარლეს პუიჩდემონმა გააფრთხილა ცენტრალური მთავრობა, რომ თუკი მადრიდი ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე არ წავა და „რეპრესიებს გააგრძელებს“, ის ოფიციალურად გამოაცხადებს კატალონიის დამოუკიდებლობას.
„[კატალონიის] პარლამენტი გააგრძელებს და მისცემს ხმას დამოუკიდებლობის ოფიციალურ გამოცხადებას, რაც არ გაუკეთებია 10 ოქტომბერს“, - უპასუხა პუიჩდემონმა მადრიდს.
როგორც 11 ოქტომბერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ განაცხადა, ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ცენტრალური მთავრობა აამოქმედებს ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლს, რაც გულისხმობს კატალონიის ავტონომიის გაუქმებასა და მის მოქცევას მადრიდის კონტროლქვეშ.
მანამდე, 10 ოქტომბერს კატალონიის პრეზიდენტმა და ადგილობრივი მთავრობის წევრებმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს, თუმცა პუიჩდემონმა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება გადადო მადრიდთან მოლაპარაკაებების დასაწყებად.
პუიჩდემონს უკან დახევისკენ უკვე მოუწოდეს ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
ევროკავშირმაც დააფიქსირა, რომ ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში კატალონიას არ აღიარებს.
შეგახსენებთ, კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა, რომელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


