მსოფლიო
კატალონიელთა 90%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა
კატალონიელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას, - ასეთ შედეგებს ავრცელებს კატალონიის ადგილობრივი მთავრობა.
ბიბისის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 42.3% შეადგინა.
„ამ იმედისა და ტანჯვის დღეს კატალონიის მოქალაქეებმა მოიგეს უფლება გამოაცხადონ დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკის სახით“, - განაცხადა კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუიჩდემონმა. მან დაამატა, რომ ევროკავშირი ვეღარ გაააგრძელებს „სხვა მხარეს ყურებას“.
კატალონიის მთავრობის თქმით, 5.3 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან 2.2. მილიონზე მეტს აცნობეს ხმის მიცემის შესახებ. მთავრობის სპიკერის განცხადებით, 750 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ვერ მოახერხა ხმის მიცემაში მონაწილეობა, რადგან საარჩევნო უბნები დაკეტილი იყო, ხოლო საარჩევნო ურნების კონფისკაცია მოხდა.
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა პოლიციასთან შეტაკების შედეგად. სამართალდამცავები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ხმის მიცემა.
კატალონიის ჯანდაცვის მაღალჩინოსნების განცხადებით, შეტაკებების შედეგად 844 ადამიანი დააშავდა, აქედან 33 პოლიციელია.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ განაცხადა, რომ კატალონიელები მოატყუეს და მიაღებინეს მონაწილეობა უკანონო პლებისციტიში. მისივე თქმით, რეფენდუმი იყო „დაცინვა“ დემოკრატიაზე.
კატალონიაში სულ 7.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


