პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ნაზღაიძის საქმის გამოძიებას ითხოვს
მთავარ პროკურატურაში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის შესაძლო ქრთამის გადაცემის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით თბილისის საკრებულოს უმცირესობას განცხადება აქვს შეტანილი.
როგორც ფრაქცია თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, საქმის გამოძიების მიზნით ოპოზიცია ყველა ინსტანციას მიმართავს.
„წარმოადგენს დედაქალაქის მერიის აუდიტის სამსახური დასკვნას და ჩვენ ამ დასკვნის საფუძველზე მივმართავთ უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ვაპირებთ, ყველა სახელმწიფო ინსტანციაში, ყველა სამსახურს მივმართოთ, რომ აღნიშნული ფაქტი არ დარჩეს გამოუკვლეველი და დაუსჯელი. ცინიკურია, როდესაც ბატონი სამუშია საიას წარმომადგენლების კვლევას აფასებს, როგორც არასრულს. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ამ დასკვნას და ვფიქრობთ, რომ უკვე შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგას პროკურატურამ,“ - განაცხადა ფრაქცია ,,თბილისის’’ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა.
საიას კვლევას ობიექტურად მიიჩნევს ,,ნაციონალური მოძრაობაც.’’
„მათ ჰქონდათ ერთადერთი არგუმენტი საპირისპიროდ, რომ თითქოს და მისი მფლობელი რეალურად იყო ბატონი ნაზღაიძე, თუმცა ეს არის ტყუილი და მეორე, თითქოს არსებობდა რაღაც მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქონება ძვირდებოდა. ესეც არის დიდი სიცრუე,“ - აცხადებს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
ცნობისათვის: ახალგაზრდა იურისტების მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსამართლე ნაზღაიძეს კომპენსაციისთვის გადაეცა 28-ჯერ აღემატება იმ ტერიტორიას, რომელიც სტიქიის ზონაში მდებარეობს და პროკურატურას საქმის დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


