სამართალი
ზვიად ნაზღაიძე სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა და მას ქონება უსაფძვლოდ გადაეცა - საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულად ცნობილი ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემაზე კვლევა გამოაქვეყნა.
საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე, 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.
"თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ.2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას - საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა,"-ნათქვამის საიას კვლევაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა 5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება.
საიაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე.
როგორც არასამთვრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მედიას განუცხადა, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„ამ ეტაპზე უკვე არის დასაბუთებული ის ეჭვები, რომლებიც საკმარისია რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერსდნენ ამ საქმით და შეისწავლონ კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან ხომ არ ქონდა ადგილი დანაშაულებს. საინტერესოა, რატომ მოექცა თბილისის მუნიციპალიტეტი ასე განსხვავებულად კონკრეტულ მოქალაქეს და კანონით დადგენილი წესის აცდენით, მაშინ როდესაც ის სამართლებრივად არც კი შეიძლებოდა სარგებლობდეს 13 ივნისის დაზარებულის სტატუსით“,-განმარტა ნაცვლიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


