მსოფლიო
სომხეთში დღევანდელ აქციებზე 66 ადამიანი დააკავეს
დღეს სომხეთში მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ 66 პირი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი EVN Report-ი ავრცელებს სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით.
ერევანში გრძელდება აქციები სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ. დღეს განახლდა მსვლელობები ბაგრამიანისა და მაშტოცის გამზირებიდან ქალაქის ცენტრში. აქციებს ხელმძღვანელობს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი. შეკრებილები აპროტესტებენ სარგსიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთის სხვა დიდ ქალაქებში, გიუმრისა და ვანაძორში.
აქციები 13 აპრილს დაიწყო. გუშინ პაშინიანმა განაცხადა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ.
გუშინ საპროტესტო აქციების ფონზე სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 77-მა პარლამენტარმა სარგსიანის სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო 17-მა - წინააღმდეგ.
სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. პარლამენტის მიერ სარგსიანის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხელისუფლებას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


