მსოფლიო
სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერად აირჩიეს
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 77-მა პარლამენტარმა სარგსიანის სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო 17-მა - წინააღმდეგ. ამის შესახებ ადგილობრივი EVN Report-ი წერს.
სარგსიანმა თავის სამადლობელ სიტყვაში ოპოზიციას ურჩია „ისწავლოს მოსმენა“.
პრემიერის დანიშვნის პარალელურად ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სარგსიანის წინააღმდეგ. ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
აქციები 13 აპრილს დაიწყო. დღეს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. პარლამენტის მიერ სარგსიანის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხელისუფლებას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


