მსოფლიო
სომხური ოპოზიციის ლიდერმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჯ სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუცია“ დააანონსა.
„სომხეთში შეიქმნა რევოლუციური სიტუაცია. აქ და ახლა ვაცხადებ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ერევნის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე გამოსვლის დროს.
აქციების პარალელურად სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურას განიხილავენ.
აქციები სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ 13 აპრილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ მისი კლანის პოლიტიკიდან ჩამოშორებასა და ცვლილებების გატარებას.
აქტივისტები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარვებში, დილიდან კი მათ ქუჩები ისევ გადაკეტეს.
სომხეთის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ დღევანდელი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უკანონოდ ითვლება და ხალხი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნებისმიერი მოქმედებისგან. აღნიშნული განცხადება სამარტალდამცველებმა უშუალოდ პაშინიანს გადასცეს, თუმცა მან წაუკითხავად ის დახია.
სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. პარლამენტის მიერ სარგსიანის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხელისუფლებას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


