სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ზვარეში მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ შეიცვალოს
შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ ზვარეში მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ შეიცვალოს.
შესაბამისი განცხადება მან უწყებათაშორისო კომისიის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
,,დაკავებული არის რამდენიმე პირი ამ საკითხზე, თუ არ ვცდები, ჩინეთის მოქალაქეები. ცემის მუხლით იყო, მაგრამ შემდგომში მოხდა გადაკვალიფიცირება ჯამრთელობის დაზიანების მუხლით. თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უნდა განხორციელდეს, შეიძლება რაღაც შეიცვალოს. მაგრამ, ამ ეტაპზე მთავარი არის, რომ კონკრეტული პირები არიან დაკავებულები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც ჩვენ კომპეტენციაშია, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებით ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირება,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ცნობისათვის: შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


