რეგიონები
ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმე ქართველი სცემეს და ჭრილობები მიაყენეს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიზგის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ მუშებს გუშინ ჩინური კომპანია ,,23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს, დღეს კი რკინიგზაზე დასაქმებულ მუშებს ალყა შემოარტყეს - რამოდენიმე მათგანს სცემეს, მუშების ნაწილი კი ტყეშია გაქცეული.
როგორც ვიტალი გიორგაძემ მედიანიუსს განუცხადა, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მისი ინფორმაციით, ჩინელი დამსაქმებლები დღეს, შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციასთანაც აგრესიულად იქცეოდნენ.
,,ადგილობრივებს ტყიდან მიჰქონდათ შეშა სახლში, ამათ გადაუღობეს გზა და უთხრეს, რატომ მიგაქვთ შეშა, ეს ტყე ჩვენიაო. ამათ, რა თქმა უნდა, არ დაანებეს, ჩინელებმა კი ადგილობრივებს ცემა დაუწყეს. ამას შეესწრო რკინიგზის სამუშაოებზე დასაქმებული ორი მძღოლი. ბუნებრივია, წაეშველნენ სოფლის მაცხოვრებლებს და სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მაგრამ ორივე გადაყვანილია საავადმყოფოში. ერთი ხაშურში არის, რომელსაც როგორც მეუბნებიან, შუბლის ძვალი აქვს ჩამტვრეული, მეორე ნაცემს კი გადაუარეს მანქანით.
ამ დილით, როცა მივიდნენ მუშები სამუშაოზე, ხელმძღვანელობისგან მოითხოვეს განმარტებები, რა მოხდა გუშინ. ჩინელმა დამსაქმებლებმა კი ალყა შეამოარტყეს ამ ხალხს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რკინის კონსტრუქციებით, ნაჯახით, ყველაფრით დაუწყეს ცემა. ახლა ეს ხალხი არის ტყეში გაქცეული. დღესაც სამი ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში“, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას საქართველოს რკინიგზას აკისრებს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიზგის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. როგორც მედიანიუსს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


