სამართალი
შესაძლოა მოიძებნოს ფორმატი, რომ გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ - ეკა ბესელია’
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაზა ბიბილაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ბიბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტია ითხოვს, რომ გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ამ ფაქტს შეისწავლის.
როგორც საკითხის კომენტირებისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, ნორმალურ და ჯანსაღ ვითარებაში შესაძლოა მოიძებნოს ფორმატი, რომ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ.
გარდა ამისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას აოცებს ვითარების დრამატიზება იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თავად იჭერდა და ციხეში უშვებდა ომის მონაწილე სამხედროებს.
„ზედმეტი დრამატიზირება ხდება, განსაკუთრებით იმ ჯგუფისგან, რომელიც მაოცებს და მაოცებდა ყოველთვის თავისი დამოკიდებულებით ჯარისკაცების მიმართ, ომში მონაწილე პირების მიმართ. მახსოვს, ძალიან კარგად, როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვიცავდით, მაშინ როდესაც აგვისტოს ომის დროს თავად დააპატიმრეს და ციხეში ჩაყარეს. ნორმალურ და ჯანსაღ ვითარებაში, ვისაც მართლა უნდა მეტი ინფორმაცია მიიღოს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ იმაში, რომ მოიძებნოს ფორმატი და მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“,-აღნიშნა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


