პოლიტიკა
ხელისუფლებამ გაასაჯაროვოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთს - ზაზა ბიბილაშვილი
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ქართველი მეომრების საწინააღმდეგოდ.
როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, პარტიამ პარლამენტს მიმართა, რათა შეიქმნას საგამოძიებო კომისია,რომელიც მსგავს ფაქტებს შეისწავლის.
გარდა ამისა, ბიბილაშვილის თქმით, პარტია მოითხოვს ხელისუფლებისგან, რომ მან გაასაჯაროვოს ყველა იმ სამხედროს ვინაობა, რომელთა შესახებ ინფორმაცია რუსეთისთვის არის მიწოდებული.
„ხელისუფლება, აქტიურად თანამშრომლობს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ქართველი მეომრების და საქართველოს მოქალქეების საწინააღმდეგოდ. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს იმ მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხებს, ვინაიდან თვალნათელია ყველა ჩევნგანისთვის, რომ ამ ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარალელურად ჩვენ გვსურს და მოვითხოვთ, კატეგორიულად მოვითხოთ საქართველოს ხელისუფლებისგან გაასაჯაროვოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ან ირიბად“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პარტია წერილობით ინტერპოლს მიმართავს მოთხოვნით, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა და დევნა არ იყოს გამოცხადებული.
„ჩვენ ასევე წერილით მივმართავთ ინტერპოლს უახლოეს დღეებში და მოვითხოვთ, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ არ იქნას გამოცხადებული დევნა და ძებნა, ვინაიდან ყველა ასეთი ქეისი არის პოლიტიკური, არის სამხედრო და სხვა მიზნებით მოტივირებული და ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციას“,-განმარტა ზაზა ბიბილაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


