პოლიტიკა
სამარშრუტო ტაქსებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს გადავხედავთ - ირაკლი ბენდელიანი
კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ქალაქში სასწრაფოდაა მოსაგვარებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა საცობები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
„კონკრეტულად ერთი სამუშაოს დასახელება გამიჭირდება. ჩემი ძირითადი მიმართულება მთავრობის დამტკიცების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი. თუმცა, წეღანაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ მთავარი არის ამ გუნდთან ერთად მოღვაწეობის გაგრძელება, ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენი ქმედება იქნება ქალაქ თბილისის მოსახლეობაზე გათვლილი.
ქალაქში არსებობს რამდენიმე სახის პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს მოგვარებას. მათ შორის არის საცობები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და აუცილებლად დავიწყებთ განხორციელებას. ასევე, გზები, სკვერები და ა.შ.“, -თქვა ბენდელიანმა კახა კალაძის ბრიფინგის შემდეგ, სადაც თბილისის მერმა თავისი მოადგილეები წარადგინა.
ბენდელიანმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ახალი ადმინისტრაცია სამარშრუტო ტაქსებისა და სხვა პროექტების ხელშეკრულებებს გადახედავს.
„როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ასევე ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა. გადახედვის და გაცნობის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული მიმართულებები, რა შეიცვლება. თუმცა, ყველა მოქმედება იქნება მოსახლეობასა და თბილისის კეთილდღეობაზე მორგებული“, -თქვა ბენდელიანმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


