პოლიტიკა
კახა კალაძემ თავისი მოადგილეები წარადგინა
თბილისის მერმა - კახა კალაძემ თავისი მოადგილეები წარადგინა.
ქალაქის ვიცე-მერად მან ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე დანიშნა.
„ირაკლი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო და ჩვენ ერთად წარვადგენდით იმ პოლიტიკეას, რომელიც იყო ჩვენ მიერ გაჟღერებული და მომავალში მოგვიწევს მუშაობა. ირაკლი წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში და ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ის დაიკავებს ვიცე-მერის თანამდებობას და მინდა წარმატებები ვუსურვო ირაკლის“, - თქვა კალაძემ ბრიფინგზე.
კალაძის მოადგილე გახდა გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ასევე ირაკლი ბენდელიანი. კახა კალაძის ინფორმაციით, ბენდელიანს დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით და არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ენერგეტიკის სფეროში.
მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება დავით ნარმანიას კადრი გიგა ნიკოლეიშვილი.
კახა კალაძის მეხუთე მოადგილე გახდა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, რომელიც მერის გუნდს შემოუერთდება აწ უკვე გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკურ სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ.
თბილისის მერმა დააანონსა, რომ მომდევნო დღეებში ის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებს წარუდგენს საზოგადოებასა და საკრებულოს.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


