სამართალი
სახელმწიფო ბრალდება ე.წ. კაბელების საქმეზე დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს
სახელმწიფო ბრალდება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, რომლითაც ბრალის გადაკვალიფიცირება და ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადის შემცირება მოხდა.
,,რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გადაწყვეტილების ამ ნაწილს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით, მტკიცებულებებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზერელე შეფასებებით. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავემსგავსებით ჩვენს კოლეგა ადვოკატებს და ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს. ვიტყვით მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვრჩებით სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში და სამართლებრივი დავის პირობებში განვაგრძობთ ამ საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას’’, - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
ცნობისათვის: სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.
2016 წლის 16 მაისს ხუთივე ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


