სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დაახლოებით 2 თვეში გათავისუფლდებიან
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად, ხუთივე ბრალდებული უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
შედეგად, მეორე ინსტანციის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს: გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.
2016 წლის 16 მაისს ხუთივე ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


