პოლიტიკა
რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი და ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა შეუძლებელია. ასე გამოეხმაურა დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინტერვიუს „იზვესტიასთან“.
ჩუგოშვილის განმარტებით, მოსკოვთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმაა ჟენევის მოლაპარაკებები.
„რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი. ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატში. პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსი რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ, რომ არის შეუძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის იყო აქამდე“, -უთხრა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
რუსულ გამოცემასთან საუბრისას გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთიობების ნორმალიზების ტენდენცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წააგო. მან იმედი გამოთქვა, რომ „მომავალში ამ პოზიტიური ტენდეციების განვითარება მოხერხდება“, ხოლო მოსკოვი მზადაა „ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და ელოდება „ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


