პოლიტიკა
მოსკოვი მზადაა ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის და ელოდება ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართულ-რუსულ ურთიერთიობების ნორმალიზების ტენდენცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, „როცა სააკაშვილის პარტიამ წააგო საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მივიდა“. მისი მტკიცებით, ორივე ქვეყანამ ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია, ასევე გამყარდა ჰუმანიტარული კავშირები.
„მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, უპირველეს ყოვლისა, ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა“, -უთხრა კარასინმა „იზვესტიას“.
მან დაამატა, რომ გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც გაამარტივებს საზღვრის გადალახვას.
კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალში ამ პოზიტიური ტენდეციების განვითარება მოხერხდება“. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა „ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და ელოდება „ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


