პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია - ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები ისევ ჩიხშია. ამის შესახებ დიპლომატმა „იზვესტიას“ უთხრა.
„ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ვაჭრობის აღდგენისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტივიზაციისთვის. იზრდება საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი - 2017 წელს ქვეყანაში მილიონზე მეტი ჩამოვიდა. საქართველოში გასამგზავრებლად რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ. ახალი წლის წინ ყოველთვის არის სურვილი, იყო ოპტიმისტი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ისინი, სამწუხაროდ, კვლავ ჩიხშია. მაგრამ ჩვენ გვინდა, მომავალში მოვნახოთ გასასვლელი გზა ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ჩვენი ურთიერთობები იმყოფება“, - განუცხადა აბაშიძემ გამოცემას.
„იზვესტიასთან“ ინტერვიუში აბაშიძის რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთიობების ნორმალიზების ტენდენცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წააგო. მან იმედი გამოთქვა, რომ „მომავალში ამ პოზიტიური ტენდეციების განვითარება მოხერხდება“, ხოლო მოსკოვი მზადაა „ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და ელოდება „ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


