პოლიტიკა
როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან - ნატო ჩხეიძეს გამოძიების იმედი არ აქვს
პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს გამოეხმაურა. ჩხეიძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საქმეს სათანადოდ გამოიძიებენ.
„მე ვფიქრობ, რომ როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან, როგორც უკვე ვნახეთ, რომ ასე მოხდა. ამის შემდეგ რაც მოხდება, დაველოდოთ ყველამ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
რაც შეეხება იმას, რომ მოთხოვნები იყო და მე ეს ყველაფერი ვიცოდი, ცხადია, ვიცოდი. მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ის პრობლემები „ომეგა ჯგუფში“; სწორედ ამიტომ იყო რომ არ იხილავდნენ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნას; სწორედ ამიტომ იყო, რომ იმ ვალდებულებებს, იმ კანონს ისინი არ ასრულებდნენ და არამცთუ არ ასრულებდნენ, აქამდე არ შეუსრულებიათ და სასამართლოსაც მიაკითხა „ომეგა ჯგუფმა“, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეასრულოს კანონი და ჯერჯერობით სასამართლოდანაც გამოხმაურება არ არის.
იცით, საინტერესო რა არის, რომ ეს ჩვენი მთავრობის წევრები კონტრიბუციასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში და ტელევიზიის არ არსებობასაც ითხოვდნენ კანონის შესრულებაში. დიდი სქემები ყოველთვის იმართება ზევიდან, ვერტიკალიდან და ვერტიკალის თავიდან, ეს ასეა, დიდი სქემები იქიდან იმართება და პატარა სქემები პატარა რგოლებიდან“, - განაცხადა ჩხეიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ყველაფრის უკან ბიძინა იავიშვილი იდგეს, ჩხეიძემ შეკითხვითვე უპასუხა, „და რატომ არ შეიძლება?“.
„რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ისევ ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.
აღნიშნულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაში „კურიერი“ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ საუბრობს, ირკვევა, რომ ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდა.
ამ ჩანაწერში ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან ორი ყოფილი მინისტრისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის 3 მანქანის - მინი კუპერის, X 4-სა და X 5-ს გადაფორმებას ითხოვს.
ყიფიანი აღნიშნულ მოთხოვნას ხსნის ფინანსური ვალდებულებებით, რომლებსაც ის ვერ გაექცევა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


