პოლიტიკა
მინისტრებისთვის ძვირადღირებული მანქანების გამოძალვა - „კურიერი“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ჩანაწერს ავრცელებს
„რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ისევ ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.
აღნიშნულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაში „კურიერი“ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ საუბრობს, ირკვევა, რომ ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდა.
ამ ჩანაწერში ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან ორი ყოფილი მინისტრისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის 3 მანქანის - მინი კუპერის, X 4-სა და X 5-ს გადაფორმებას ითხოვს.
ყიფიანი აღნიშნულ მოთხოვნას ხსნის ფინანსური ვალდებულებებით, რომლებსაც ის ვერ გაექცევა.
„ლევან ყიფიანი: - აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?
ყიფიანი: - სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ხადური ხომ?
ყიფიანი: - ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ქუმსიშვილის
ყიფიანი: - კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - რა ვალდელბულებებია?
ყიფიანი: - ფინანსური ვალდებულებები.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეგ, რას ნიშნავს?
ყიფიანი: - რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ბიუჯეტში, თუ?
ყიფიანი: - არა,
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, ზოგადად?
ყიფიანი: - ჰო. ამ მანქანების გარდა.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი
ყიფიანი: - ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.
ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ააა
ყიფიანი: - მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე".
მანქანების გამოძალვაზე „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გადაცემისთვის „თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.
ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფი“ საქართველოში რამდენიმე მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია და ის ფლობს თბილისში, BMW-ის, Bentley-ის, Maserati-ისა და Opel-ის ავტოსალონებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


