სამართალი
პროკურატურამ დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა
პროკურატურამ დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართ ე.წ. კანონიერი ქურდობის ნაწილში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.
საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სახელმწიფო ბრალდებამ როგორც ე.წ. კანონიერი ქურდობის, ასევე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილშიც გაასაჩივრა.
პროკურატურას მიაჩნია, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ მსუბუქი სასჯელი გამოიყენა, რაც სახელმწიფო ბრალდებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დავით გერლიანი-ჩაჩიბაია „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გამართლდა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და 6500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


