სამართალი
დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია ე.წ. ქურდულის სამყაროს წევრობის ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დავით გერლიანი-ჩაჩიბაია დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
,,დღეს სასამართლომ დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ჩაჩიბაიას ნამდვილად არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის დანაშაული. შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა სწორედ გამამართლებელი განაჩენი’’, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
თავის მხრივ, საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გერლიანი-ჩაჩიბაიას ბრალეულობას ადასტურებდა.
,,სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, ხოლო უდანაშაულოდ ცნო კანონიერ ქურდობის ბრალდებაში. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შემდგომში ვიმსჯელებთ მის გასაჩივრებაზე’’, - განაცხადა პროკურორმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


