სამართალი
პროკურატურა რომან შამათავასადმი გამოტანილ სასამართლო განაჩენს გაასაჩივრებს
მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის განაჩენს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურა მას გაასაჩივრებს.
"მიუხედავად გატარებული შესაბამისი ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა გვამების პოვნა. შესაბამისად, ჩვენთვის გასაგებია სასამართლოს დასაბუთება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა დაკვალიფიცირდეს დასრულებული მკვლელობით და ვაპირებთ აღნიშნული განაჩენი გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი, რომან შამათავა დამნაშავედ ცნო დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალში.
რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ ორივე ეპიზოდზე საქმე გადააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებად და რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საბოლოოდ, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, შამათავამ ცინდელიანს 2008 წლის აგვისტოში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო.
ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


