სამართალი
კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სასამართლომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ ცნეს დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალში.
რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ ორივე ეპიზოდზე საქმე გადააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებად და რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საბოლოოდ, ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმის პროკურორის გიორგი კავსაძის განმარტებით, შესაძლოა, მოსამართლის მიერ საქმის გადაკვალიფიცირება განზრახ მკვლელობის მცდელობად მოხდა იმ მოტივით, რომ გარდაცვლილებების ცხედრები ნაპოვნი არ არის.
8 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას გარდაცვლილების ახლობლები პროტესტით შეხვდნენ. მათი შეფასებით, შამათავასთვის შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის საკმარისი სასჯელი არაა.
ცნობისათვის: რომან შამათავა პასუხისგებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერის დათო ცინდელიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და განზრახ მკვლელობისთვის მიეცა.
გამოძიების ინფორმაციით, შამათავამ ცინდელიანს 2008 წლის აგვისტოსში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო.
ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


