უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივნისი, 2025 15:26
font-size

პარტიები, ვინც დიდი ქალაქების მოგების არგუმენტით პოზიციონირებს- ან ტყუილს გეუბნებათ, ან პოლიტიკის არაფერი არ ესმის - ანა გოგოლაძე

კოალიცია” ცვლილებებისთვის” წევრი, ანა გოგოლაძე, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურ მდივანის, ირაკლი კუპრაძის მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება:

„ამ მოცემულობით, თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიმე ქალაქის მოგება კი არა, ყველაზე ოპოზიციურად განწყობილ უბანსაც კი ვერ “მოიგებს” ვერავინ.

პარტიები, ვინც დიდი ქალაქების მოგების არგუმენტით პოზიციონირებს- ან ტყუილს გეუბნებათ, ან პოლიტიკის არაფერი არ ესმის.

ახლა, არც 2021 წელია და არც 2024. ეს არგუმენტი აღარ არსებობს.

ამ თემას ორი პრიზმა აქვს- რატო არ უნდა შევიდნენ პარტიები არჩევნებში და რატომ ვერაფერს ვერ მოიგებენ ამ სტატუს-კვოს პირობებში.

ამით, ლეგიტიმაცია არ უნდა მისცე ქართულ ოცნებას და ნორმალიზება არ მოახდინო უმძიმესი კრიზისის. შედიხარ არჩევნებში, ესე იგი ყველაფერს აღიარებ და აკანონებ. მაშინ პარლამენტიდან რატო გამოდიოდი? ის გაგიყალბეს და ამას აღარ გაგიყალბებენ?

როცა პოლიტპატიმრები გყავს ქვეყანაში, რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ლიდერებს იჭერენ და დევნიან, წარმოუდგენელია, ჭეშმარიტად პროდასავლური, დამოუკიდებელი და არაკონფორმისტული პარტია, ამ გადაწყვეტილებას იღებდეს.

ღალატობ თუ არა ქუჩის პროტესტს, საჯარო სამსახურებში რეპრესირებულ ხალხს, პოლიტპატიმრებს და ამ ბრძოლაში დევნილ ყველა ადამიანს?! კი, ღალატობ.

ისინი ციხეებში, დევნაში, რეპრესიებში და შენ ეთანამშრომლები არალეგიტიმურ და კრიმინალურ ძალას.

ვერაფერსაც ვერ იგებ-როცა ჩვენი სახით, ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, იმავეს აკეთებს მეორე დიდი გაერთიანებაც, აღარც ჩვენი ამომრჩეველი მოდის არჩევნებზე და აღარც თქვენი, მეგობრებო-კონფორმიზს ხმას რეჟიმთან მებრძოლი ამომრჩეველი არ აძლევს.

საკრებულოებში 1-2 დეპუტატის არსებობა რას ცვლის ქვეყნისთვის? არაფერს!

თქვენთვის? არც თქვენთვის არაფერს, გარდა ფინანსური მოცემულობისა !

ქოცისთვის? - ყველაფერს! აღიარებას აძლევთ იმ ადამიანებს და დიდი ხანი გვტოვებთ ამ უბედურებაში.

თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან, 21 ოპოზიციონერი ვართ. 2025 წელს, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არჩევნებში რომ შევიდნენ პროდასავლური პარტიები, მაგის მესამედიც ვერ ვიქნებით. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ საკითხებზე და პოლიტიკაზე, ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, მიტაცებული ძალაუფლების გამო, ნულოვანი გავლენა გვქონდა. შესაბამისად, მუნიციპალური საკითხების მოგვარების თემით, კამპანიის ჩატარება, რაც სხვათა შორის გახარიას პარტიას უკვე დაწყებული აქვს, მოქალაქეების დაცინვა და მასხრად აგდებაა.

პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმე პასუხი მექნება ყველასთან, ვინც არაპრინციპულობას, არათანმიმდევრულობას და რაიმე სახის კონფორმიზმს, გამარჯვების შესაძლებლობად ჯერ წარმოგვიდგენს და შემდეგ, მასზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებასაც მიიღებს,“ - დაწერა ანა გოგოლაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი