პოლიტიკა
ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება რუსული „ქოცობისგან“ - ირაკლი კუპრაძე
ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.
„საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა. გაყალბების პირობებშიც 60/40-ზე მოვუგეთ. ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი რუსული „ქოცობისგან“. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის წართმევას, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის კორუფციის მექანიზმი. ამის წართმევის შესაძლებლობაა. 2021 წელს შევძელით და წავართვით დაახლოებით ათზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ და ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. ჯერ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


