პოლიტიკა
ოპოზიცია საოცარ კამპანიას აწარმოებს, ისინი ჩვენზე არიან აწყობილები - მამუკა მდინარაძე
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია საუბრობდეს მომავალ გეგმებზე და ისეთ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აინტერესებს, რეალურად ისინი ამ ბოლო დროს აწარმოებენ საოცარ კამპანიას,” - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სერგი კაპანაძის განცხადებას.
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია საუბრობდეს მომავალ გეგმებზე და ისეთ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აინტერესებს, რეალურად ისინი ამ ბოლო დროს აწარმოებენ საოცარ კამპანიას. ეს ბევრჯერ შეგვხვდება, ამიტომ საზოგადოებას განვუმარტავ. მაგალითად, როგორც კი შეხედეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მიუხედავად პანდემიის, პრობლემებისა და გამოწვევებისა, მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი, რასაც თქვენგან (ჟურნალისტებისგან) ვიგებ, რომ სასწრაფოდ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყოს და ბევრი დამკვირვებელი ჩამოიყვანოს.
ანუ რომ გაეგოთ, დავუშვათ, ბავშვების მისამართით ვაპირებდით კომპენსაციის გაცემას 200 ლარის ოდენობით, წინა დღეს გამოვარდებოდნენ და სასწრაფოდ 200 ლარი გასცეს ბავშვების მიმართულებით ხელისუფლებამო, იტყოდნენ. დაახლოებით ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ჩვენზე არიან აწყობილები. ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელს ვიწვევთ და ამას ვცდილობთ, ეს მათაც კარგად იციან, რადგან კომუნიკაცია მათაც აქვთ. მაშინვე გამოვიდნენ, ამბობენ, „ქართულმა ოცნებამ“ დროულად მოიწვიონ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელიო. რამდენად სერიოზულია, უბრალოდ ამბავს გიყვებით და დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


