უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 აგვისტო, 2020 14:25
font-size

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე - სერგი კაპანაძე

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს, საქართველოში შეუფერხებლად ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას პრობლემა.” - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველო“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მთავრობამ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ერთი მხრივ, კარანტინის გავლის ვალდებულება უნდა გააუქმოს და მეორე მხრივ, ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები უნდა უზრუნველყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს. ჩვენ წინა არჩევნების პრაქტიკიდან ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა. ეუთოს პრაქტიკა არის, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვებელს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმომადგენელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში შეუფერხებლად ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას პრობლემა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კორონავირუსის და პანდემიის უკან და შესაბამისად, დამკვირვებლების მცირე რაოდენობის იმედი აქვთ.

მოვუწოდებ მთავრობას, გააკეთოს შემდეგი ორი რამ, გარდა იმისა, რაც უკვე გააკეთეს. პირველი – უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები საქართველოში შეფერხების გარეშე შემოვიდნენ. იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის გავლის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება. მეორე – ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას შეუქმნის“, – ამბობს სერგი კაპანაძე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი