საზოგადოება
ომბუდსმენი ფინანსთა მინისტრს ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფინანსთა მინისტრს ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მიმართავს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას, რაც თავის მხრივ საწარმოს უზღუდავს უფლებას, დადგენილი წესით იქნეს განხილული მისი განცხადება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი ფინანსთა მინისტრ, ვანო მაჭავარიანს მოუწოდებს, რომ ,,ომეგა ჯგუფის“ დავალიანებასთან დაკავშირებით, მოიწვიოს სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა.
ცნობისთვის, ,,ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ კომპანიას შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადასახდელად საჭირო ინვოისს არ აწვდიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ოჯთ-ს გაჩერებულ საწარმოში განცხადება ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გააკეთა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ,,ომეგა ჯგუფმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


