სამართალი
ომბუდსმენი ე.წ კორტების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას იმ მასალებს მიაწვდის, რომელიც მას აქვს
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისში მივიდა ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც თქვა, რომ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
სახალხო დამცველის თქმით, ის მიმართავს პროკურატურას და წარუდგენს იმ მასალებს, რაც მას საქმესთან დაკავშირებით აქვს.
,,ვადასტურებ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც გამოხატა წუხილი, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ჩვენ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს დღეს წარვუდგენთ გამოძიებას და დეტალების შესახებ ინფორმაციასაც გავავრცელებთ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია პროკურატურაში იყო დაბარებული მოწმეზე ზემოქმედების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მან საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.
საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ვაზაგაშვილების ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ პროკურატურის მთავარ მოწმეზე ფირცხალავას ოჯახის წევრები ჩვენების შეცვლის მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


