სამართალი
ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებს
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა.
როგორც ნინო ხვიტია ამბობს, ის კანონის შესაბამისად, სასამართლოში, მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.
მისი თქმით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი, მისივე ინიციატივით ხვდებოდა და ჩანაწერი, რომელიც მან სახალხო დამცველს გადასცა ადასტურებს, რომ ფირცხალავას ოჯახის მხრიდან მოწმეზე ზეწოლა არ ყოფილა.
ამგვარად, ხვიტია მოწმე კობა გოგატიშვილზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს.
ამასთან, მსჯავრდებულის მეუღლე პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს უნდობლობას უცხადებს.
„დღეს მქონდა შეთანხმება პროკურატურასთან. შევცვალე ეს შეთანხმება. უკვე მაღალი ვარაუდით დავრწმუნდი, რომ გოგატიშვილი თავისი სურვილით მოვიდა, გადმომცა ინფორმაცია, რაც არის რეალური.
ის აღმოჩნდა პროკურატურის ხელში, გაგი მოსიაშვილისა და ჩიქოვანის ხელში. მათი ხელით მოხდა აბდაუბდა ჩვენების შეთითხვნა. ამას ადასტურებს ბევრი რამ. ბრიფინგზე ამბობდა ეს ადამიანი, მემუქრებოდნენო და თუ ჩვენ ვუკავშირდებოდით, ვიცი, რომ დათო ხაჟალიასაც დაუკავშირდა. მე არ მივდივარ პროკურატურაში, სასამართლოს წესით ვითხოვ დაკითხვას.
მამუკა ვასაძე კურირებს საგამოძიებო ნაწილს და უნდა გადადგეს. მოვითხოვ ჩვენების გასაჯაროებას. ჩემი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ რას დაწერს გაგი მოსიაშვილი, კიდევ არ ვიცი. 40 წუთიანი ჩანაწერი სახალხო დამცველს აქვს ახლა", - აცხადებს ხვიტია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


