სამართალი
ომბუდსმენი დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების მონახულებას გეგმავს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების მონახულებას გეგმავს.
როგორც ომბდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეში გარკვეული ხარვეზებია.
"მე დღეს, მოგვიანებით მათ მონახულებას ვაპირებ. ჩვენი წარმომადგენლები მათთან გუშინაც იმყოფებოდნენ. ჩვენ ვსწავლობთ მათ საქმეებს. არის გარკვეული ხარვეზები ამ საქმეებშიც. რა თქმა უნდა, ჩართული ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ მეტი ინფორმაცია გვქონდეს" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისათვის: ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე რამდენიმე დღეა შიმშილობენ. ისინი იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საქმის მთავარი მოწმე 7 სპეცრაზმელი ჩვენებების მიცემის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში ისხდნენ და ჩვენებები შეათანხმეს.
ფირცხალავა და ცააძე ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


