სამართალი
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს.
როგორც ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საქმის მთავარი მოწმე 7 სპეცრაზმელი ჩვენებების მიცემის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში ისხდნენ და ჩვენებები შეათანხმეს.
ფირცხალავა და ცააძე ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
,,საუბარია იმ 7 სპეცრაზმელის ჩვენების მიცემაზე, რომლებიც ჩვენების მიცემის დროს ერთ საკანი იმყოფებოდნენ და ისინი ჩვენებების მიცემაზე დაარიგეს. ეს არის ფაქტი იმისა, რომ ყველა ეს ჩვენება არის დაუშვებელი. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ როგორც ციხის ადმინისტრაციას, ასევე სახალხო დამცველს და სხვადასხვა ორგანოს, რომ ეს მტკიცებულება ჩვენთვის გადმოეცათ, მაგრამ არანაირ სამართლებრივ ბერკეტზე რეაგირება არ არის’’, - აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.
თავის მხრივ, დაკავებული, ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია ამბოსბ, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუშვებელია შიმშილი.
,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ არაფრით არ შეიძლება მისთვის შიმშილი. აქვს კუჭის წყლულოვანი დაავადება, აქვს რეფლუქსი, აქვს საყლაპავი მილის თიაქარი და შიმშილობის შემთხვევაში, მას შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეექმნას’’, - განაცხადა ნინო ხვიტიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


